Thursday, December 6, 2012

ოქროს კვეთა


  1. პროექტის სახელწოდება:   ოქროს კვეთა 
  2. პროექტის მთავარი იდეა  1–2 წინადადებით:   მოსწავლეები გაეცნონ რა გამოყენება აქვს მათემატიკას (კერძოდ ოქროს კვეთას)  ცხოვრებაში უძველესი დროიდან დღემდე.
  3. პროექტის აქტუალობა:     
  4. პროექტის მიზნები:  ხელი შეუწყოს მოსწავლეებში კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობითი, კომუნიკაციური უნარ–ჩვევების განვითარებას. პრეზენტაციის უნარის განვითარებას მსჯელობა–დასაბუთებას,  მათემატიკის დაკავშირებას სხვა საგნებთან
  5. მონაწილეთა ასაკი:  14–16 წელი
  6. ვადები / ხანგრძლივობა:    ორი კვირა
  7. მოსალოდნელი შედეგები / პროექტები, რაც შეიძლება შეიქმნას:  მოსწავლეები მოიძიებენ ინფომაციას  შექმნიან ფოტო ალბომს, გააკეთებენ პრეზენტაციას, ბლოგს და ა.შ 
  8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:   ლიტერატურა, კომპიუტერი, ინტერნეტი,  ფოტოაპარატი, პროექტორი
  9. პროექტის მსვლელობა:  მასწავლებელი ესაუბრება მოსწავლეებს სილამაზეზე, ჰარმონიაზე, რომ სამყაროში ყველაფერი გარკვეული კანონზომიერებით, პროპორციითაა აგებული და რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს მასთან მათემატიკას. შემდეგ მოსწავლეებს დაყოფს ჯგუფებად და გაუნაწილებს თემებს: ოქროს კვეთა ბუნებაში, ხელოვნებაში, არქიტექტურაში, მუსიკაში, ლიტერატურაში. მათ მიეცემათ გარკვეული დრო მოიძიონ თემის შესაბამისი ვიდეო თუ ფოტო მასალა, მოაწყონ ექსკურსია, მოინახულონ სხვადასხვა ისტორიული ძეგლები, რომელთა აგებებს საფუძვლად უდევს "ოქროს კვეთა".  
  10. საგანთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  ქართული ენა, ისტორია, ხელოვნება, ისტ–ი.  
  11. პროექტის ხელმძღვანელი:   ია ტყემალაძე   / მათემატიკის მასწავლებელი/
  12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:   ia.tkemaladze@gmail.com 
  13. პროექტის ვებ-გვერდი / ბლოგი:   iatkemaladze.blogspot.com